ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლი...

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე არის.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქალმა იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ.

მოცემული მიმართულებით CHCA-მ ჩაატარა კვლევა „გენდერული თანასწორობა აფხაზეთსა და სამეგრელოში“, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა აფხაზეთსა და სამეგრელოში, გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული ზოგადი აღქმების, განწყობების, დამოკიდებულებებისა და ცოდნების შესწავლა.
 
კვლევაში მოცემულია, პირისპირი ინტერვიუების შედეგად, 100 გამოკითხული რესპონდენტის მონაცემები, აფხაზეთსა და სამეგრელოში.
 
  • სოფელში მცხოვრებთა 84%-ის აზრით, ძალადობა კაცის მხრიდან ყოველთვის წაქეზებულია ქალის მიერ;
  • ათი რესპონდენტიდან შვიდი, მკვეთრად ან მეტ-ნაკლებად ნეგატიურად აფასებს, ქალებს, რომლებიც საჯაროდ განაცხადებენ ძალადობის შესახებ;
  • რესპონდენტთა მესამედი თვლის, რომ მამაკაცი, რომელიც არ არის საკმარისად მკაცრი, არ იმსახურებს პატივისცემას;
  • გამოკითხულთა 62%-ისთვის მისაღებია მოთმინება, ოჯახის შესანარჩუნებლად;
  • გამოკითხულთა 64% თვლის, რომ ცოლებმა ნებართვა უნდა აიღონ ქმრებისგან, სახლიდან გასასვლელად;
  • 79% -ის აზრით, კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები;
  • გამოკითხული კაცების 73% საჭმლის მომზადებას, დაუთოებასა და დასუფთავებას ქალის ბუნებრივ მოვალეობად მიიჩნევს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA