ქ. ზესტაფონში, სამშენებლო კოლეჯში „კონსტრუქტ2", პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში, ჩვენი ბენეფიციარები, აქტიურად განაგრძობენ პროფესიულ სწავლებასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას.
პროექტი ხორციელდება ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V), CHCA და Education Development and Employment Center ერთად გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.