ბიზნეს ტრენინგზე განცხადებების მიღება და...

ბიზნეს ტრენინგზე განცხადებების მიღება დაიწყო!

  CHCA ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს   პროექტს "სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა",რომლის ფარგლებში ტარდება ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების, რესურსებისა და შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი, რომლებიც :

ა) არ არიან დასაქმებული და/ან არ აქვთ პროფესია;
ბ) დაინტერესებულნი არიან მიიღონ პროფესიული განათლება და
გაიარონ სტაჟირება;
გ) აქვთ დევნილის სტატუსი

აპლიკაციის საფუძველზე შერჩეულ ქალებსა და ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ორდღიანი ტრენინგები უნარების განვითარებისთვის, თემებზე:  
  • განაცხადის შედგენა, ბიუჯეტი, ფულადი სახსრების მოძრაობა, მოგება-ზარალის ანგარიში;
  • გადასახადები;
  • მარკეტინგი;
  • ონლაინ სისტემაში წინადადებების შედგენა და წარდგენა.

ბიზნეს ტრენინგების დასრულების შემდეგ, CHCA წაახალისებს კანდიდატებს, წარადგინონ თავიანთი ინიციატივები ონლაინ სისტემის მეშვეობით CHCA-ს საარსებო წყაროს განვითარების ცენტრის ვებპორტალზე - livelihood.center.  გრანტის მიმღებთა შერჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საგრანტო შესარჩევი კომიტეტი მიიღებს. გამარჯვებულებს 500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტები გადაეცემათ. გარდა ამისა, გრანტის მიმღებებს გაეწევათ მენტორინგი და ქოუჩინგი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 თებერვალი
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ: http://bit.ly/40RMNNB


 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA