სოციალური დაცვის საკითხებზე მო...

სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში

პროექტი: "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" 
პროექტის მიზანი: გაძლიერდეს კავშირები საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის და ერთობლივი სათათბირო ორგანოს - სოციალური ჩართულობის საკითხზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დაფუძნებით, მოხდეს სოციალური აქტივობების ჰარმონიზაცია.     
მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს ადგილობრივი სოციალური დაცვის საქმეში. შესაძლებლობების გაძლიერება, მონიტორინგი და ერთობლივი აქტივობები სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეხმარება, რომ გახდნენ უფრო ძლიერი პარტნიორები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, მონაწილეობა მიიღონ პრიორიტეტების დასახვაში და გაზარდონ სოციალური ჩართულობის პროგრამების ეფექტურობა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.
პროექტის სამიზნე ჯგუფები:
1. არასამთავრობო ორგანიზაციები (CSO)
2. ადგილობრივი თვითმმართველობა (LAs)
3. მოწყვლადი ჯგუფები
პროექტის აქტივობები:
1. ჩეხეთის სოციალური ინტეგრაციის სისტემის გამოცდილების გაზიარება საქართველოში
2. რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება 
3. სოციალური ჩართულობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოს ფორმირება და საქმიანობა
4. სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიერ სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომლობის შეფასება და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებათა კვლევა
მრჩეველთა საბჭოს შესაძლებლობათა გაძლიერება სტრატეგიული დაგეგმვის საკითხზე
4. მონიტორინგის განხორციელება მუნიციპალური ბიუჯეტის, ანგარიშვალდებულებისა და სოციალური დაცვის პროგრამების საკითხებზე
მოსალოდნელი შედეგები:
1. გაიზრდება სოციალური დაცვის სტრატეგიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სტრატეგიულ დიალოგში ექპერტიზის, შესაძლებლობების, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზით
2. შემუშავდება ადგილობრივი სოციალური დაცვის სტრატეგია, რომელიც ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს და მათ შორის, მოიცავს თანამონაწილეობის შედეგად გამოვლენილ ინოვაციურ მიდგომებს
3. პილოტირებული იქნება ინოვაციური მიდგომები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი სოციალური დაცვის პროგრამებში
დონორი: ევროკავშირი , ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
პროექტის განმახორციელებელი: ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში"
პროექტის არეალი: შიდა ქართლი (გორი) 
განხორციელების პერიოდი: იანვარი, 2017 - მაისი 2018

 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA