იძულებით გადაადგილებულ პირთა ს...

იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით

პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით
პროექტის მიზანი: თანამონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა ფოთის, წყალტუბოს, ქუთაისისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციის მიზნით
პროექტის სამიზნე ჯგუფები: დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანები
პროექტის აქტივობები: 
იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაციებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შესაძლებლობების შეფასება მათი წევრების გაძლიერების თვალსაზრისით არსებული საჭიროებების გამოსავლენად
სათემო ორგანიზაციებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შესაძლებლობების გაძლიერება პრობლემების გამოვლენისა და პრიორიტეტიზაციის და მედიასთან თანამშრომლობის მიმართულებით
საკონსულტაციო კომიტეტების შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა ქსელის წარმომადგენელთა ინტერესების დაცვის მიზნით
ადგილობრივ მედია საშუალებებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პროექტით გათვალისწინებული ადვოკატირების კამპანიების ხელშეწყობის მიზნით
დასკვნითი ღონისძიების ორგანიზება პროექტის შედეგებისა და სამომავლო გეგმების წარსადგენად, სხვადახვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ხელისუფლების, ბიზნეს ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით
მოსალოდნელი შედეგები: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის დამაბრკოლებელი ფაქტორები დაძლეულია თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით
დონორი: ევროპის ფონდი
პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.განმახორციელებელი ორგანიზაცია: 
პროექტის არეალი: ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი და ფოთი.
განხორციელების პერიოდი: დეკემბერი 2017 - ნოემბერი 2018

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA