კორონავირუსის საფრთხეებისა და პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, მათ შორის ფსიქო-სოციალური და სხვა ტიპის დახმარების მეშვეობით. პროექტი ასევე უწყობს ხელს სახელმწიფო და არასამთავრობო მოთამაშეების საქმიანობის კოორდინირებასა და მათ შორის თანამშრომლობას.
განხორციელების პერიოდი:
აპრილი - სექტემბერი, 2020
ამოცანები:
- იძულებით გადაადგილებულ პირთა შერჩეული დასახლებებისა და კოლექტიური ცენტრების შეფასება.
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობა და ადვოკატირება.
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კონკრეტული სერვისებისა და დახმარების მიწოდება.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების შესწავლა და გააზრება კორონავირუსის პანდემიის პირობებში.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირებულობის გაზრდა კორონავირუსის საფრთხეებისა და პრევენციის შესახებ.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში სანიტარული და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესება და მაღალი რისკის მქონე ჯგუფების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების უშუალო დახმარება.
შიდა ქართლი, იმერეთი და სამეგრელო.
სამიზნე ჯგუფი:
დევნილთა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ადამიანები
დონორი:
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)