მულტიფუნქციური სერვისცენტრი „ჩ...

მულტიფუნქციური სერვისცენტრი „ჩემი მორდუ“

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი” რუხში მოხუცთა ზრუნვის ცენტრს „ჩემი მორდუ“ აშენებს. სოფელი რუხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ა/რ გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელია და ცენტრის სერვისებით სარგებლობას აფაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ. ტრანსფორმაციის ფაზაში შესაძლებელი იქნება პროექტის რე-აპლიკაცია გალსა და ოჩამჩირეში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს.
 
ბენეფიციართა რაოდენობა
100
სამიზნე ჯგუფი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულები
სამიზნე რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ
დონორი
  • საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)
  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობა
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ნუკრი მილორავა, CHCA-ის აღმასრულებელი დირექტორი
„ჩემი მორდუ“ ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და 24-საათიანი მზრუნველობის გაწევა მიუსაფარი ხანდაზმულებისათვის. ეს იქნება სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილი 100 ბენეფიციარი სხვადასხვა სახის მომსახურებას მიიღებს“
 
გიორგი შენგელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი
„რუხში არსებული შენობა, საინვესტიციო ვალდებულებით, აღნაგობის უფლებით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ გადაეცა, სადაც ისინი ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ“

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA