Grant Competition - August 2021

Grant Competition - August 2021

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) დაფუძნდა 1995 წ., რომლის მისია არის დევნილთა, ლტოლვილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება. ორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CHCA-ს ვებგვერდს: www.chca.org.ge.

CHCA, ASB საქართველო და KRDF ახორციელებენ პროექტს "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და პარტნიორობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება. პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი.

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, CHCA პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანი

** ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალური პრობლემების ადვოკატირებასა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში;
** ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის სფეროში სამოქალაქო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომელთაც არ აქვთ მიღებული პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" გრანტი.

დაფინანსების ოდენობა: თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2500 ევროს ეკვივალენტს ლარში.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ხარჯების დაფინანსება:

** მედია და PR კამპანიები სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ;
** სარეკლამო მასალების ბეჭდვა (ბუკლეტები, ბროშურები, სტიკერები, ბანერები და სხვა);
** ექსპერტების და სპეციალისტების მომსახურება;
** სტეიქჰოლდერების ინფორმირება, მობილიზაცია, სამუშაო შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, კონფერენციები და სხვა მსგავსი ღონისძიებები;

პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება:

** ერთჯერადი ღონისძიებები;
** ხარჯები, რომელიც არ არის კავშირში ადვოკატირების კამპანიასთან.

პროექტის ვადები: პროექტის ხანგრძლივობაა მინიმუმ 3 თვე და მაქსიმუმ 6 თვე. პროექტის დროის უდიდესი ნაწილი უნდა დაეთმოს ადვოკატირების კამპანიის გეგმის განხორციელებას. მოსამზადებელი სამუშაოებისათვის განკუთვნილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

გეოგრაფიული არეალი:
საქართველოს 4 მხარე (იმერეთი, სამეგრელო, რაჭა, გურია).

საპროექტო განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი

** კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად;
** კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის სრული განაცხადის ფორმა (ფორმა იხილეთ აქ https://bit.ly/2WbYEZQ);
** განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე ექსპერტებით.
** განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად მისამართზე: cypp@chca.org.ge;
** თემის (Subject) ველში უნდა მიეთითოს PPSP - საგრანტო კონკურსი;
** ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება;
** განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 აგვისტო. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება;
** პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული სააპლიკაციო ფორმით;
** განაცხადის შევსების ტექნიკური მოთხოვნები: შრიფტი - სილფაენი, ზომა - 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.

შეფასების კრიტერიუმები

** პრობლემის აქტუალურობა და ეფექტიანობა (ითვალისწინებს პროექტის კვლევას? სხვა რა მტკიცებულებებია? რა ხელშესახები სარგებელი დადგება? რამდენ ბენეფიციარს მისწვდება? რა გავლენას მოახდენს სოც. პოლიტიკაზე?) - მაქსიმალური ქულა: 25
** საპროექტო განაცხადის გამართულობა (ამომწურავია საპროექტო განაცხადის კითხვებზე პასუხები? არის კარგად დასაბუთებული?) მაქსიმალური ქულა: 20
** გამოცდილება და მონაწილეობა (განუხორციელებია მსგავსი პროექტი? რამდენი წელია რაც ამ სფეროში საქმიანობს?) მაქსიმალური ქულა: 15
** პროექტის ხარჯთეფექტურობა (რამდენად ეფექტურადაა გადანაწილებული თანხები? არის ბიუჯეტის ხაზები ნარატიულ ნაწილთან შესაბამისობაში?) მაქსიმალური ქულა: 15
** პროექტის გავლენა (რა შეიცვლება პროექტის დასრულების შემდეგ? რა ხელშესახები შედეგი დადგება? რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ სოც. პოლიტიკაზე?) მაქსიმალური ქულა: 15
** კოალიციური მიდგომა და ბენეფიციარების/თემის ჩართულობა (ახორციელებს პროექტს კოალიცია/ქსელი? მონაწილეობს კამპანიაში თავად ბენეფიციარი/თემი? რა ფუნქციას ასრულებს ის? არის ის პერმანენტულად ჩართული?) მაქსიმალური ქულა: 10

საკონტაქტო ინფორმაცია:

ორგანიზაცია: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA)
მისამართი: თბილისი, შროშის ქუჩა N4,
ტელ.: +995 322 944 544
ვებგვერდი: www.chca.org.ge.

შეკითხვები და კომენტარები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: cypp@chca.org.g

KUTAISI
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

TBILISI
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

GORI
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ZUGDIDI
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA