Protecting IDPs and Improving ...

Protecting IDPs and Improving Socio-Economic Conditions for Conflict-Affected Women During the COVID-19 Crisis in Georgia

პროექტის მიზანი: 
- დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 
- დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში სასწავლო სივრცეების შექმნა, რომლებსაც მართავენ გადამზადებული დევნილი ქალები. 
 
პროექტის შედეგი:  
- COVID-19 პანდემიის გაფართოების თავიდან აცილება და მისი გავლენის შემცირება იძულებით გადაადგილებულ პირებზე საქართველოში; 
- კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე ფოკუსირება დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში აუცილებელი ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით; 
- დევნილ ქალთა მუდმივი წვდომის უზრუნველყოფა ინტერნეტზე და დისტანციურ სერვისებზე, როგორიცაა ონლაინ განათლება. 
 
15 კოლექტიური ცენტრი - გაუმჯობესდება ჰიგიენური და სანიტარული პირობები  
750 დევნილი - გამოიყენებს გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას 
100 კოლექტიური ცენტრი - ჩატარდება დეზინფექცია 
10 ობიექტი - აღიჭურვება ელექტრონული სასწავლო საშუალებებით  
10 ქალი - გადამზადდება მენეჯმენტსა და ICT-ში  
300 დევნილი - ისარგებლებს სათემო სასწავლო ცენტრით  
 
პროექტის აქტივობები 
აქტივობა 1: დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 
- ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესება და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება შერჩეულ 100 კოლექტიურ ცენტრში. 
აქტივობა 2: ელექტრონული საზოგადოების სასწავლო დაწესებულებების შექმნა, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, რომელთა მართვასაც შეძლებენ გადამზადებული დევნილი ქალები 
- სათემო სასწავლო ცენტრების შესაქმნელად CHCA შეარჩევს 10 კ/ც-ს. სასწავლო სივრცე შეიქმნება დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში; 
- CHCA გამოავლენს და გადაამზადებს 10 ლიდერ ქალს, რომლებიც იზრუნებენ სათემო სასწავლო ცენტრის მენეჯმენტსა და ტექნიკურ მართვაზე. 
 
სამიზნე ჯგუფები 
კონფლიქტით დაზარალებული ქალები და გოგონები 
დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ადამიანები 
 
ბენეფიციართა რაოდენობა 
1.000 იძულებით გადაადგილებული პირი 
 
სამიზნე რეგიონი 
სამეგრელო-ზემო სვანეთი,  იმერეთი და შიდა ქართლი. 
 
დონორი 
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 

KUTAISI
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

TBILISI
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

GORI
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ZUGDIDI
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA