პროექტის მიზანი:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაზარალებული ბიზნეს ასოციაციების და მეწარმე სუბიექტების პოტენციალის და სიცოცხლიუნარიანობის გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების სამუშაო ძალების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკური თავისებურებების და COVID-19-ის შედეგად შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.
• სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პანდემიით დაზარალებული 3 ფორმალიზებული ბიზნეს ასოციაციის და მათი წევრი ბიზნეს სუბიექტების გაძლიერება.
• ადგილობრივი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მოქმედი დაზარალებული ბიზნეს სუბიექტების გაძლიერება,
• დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
პროექტის აქტივობები
COVID-19-ით დაზარალებული ბიზნეს გაერთიანენების და მათი წევრების გაძლიერება
• რესტორატორთა ალიანსის შექმნა, 3 ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება და მემორანდუმების გაფორმება.
• 3 ბიზნეს გაერთიანებისათვის და მათი წევრებისათვის ქოუჩინგის/მენტორინგის სესიების, ასევე სპეციალიზირებული თემატური ტრენინგების მიწოდება
• 3 ბიზნეს ასოციაციისათვისსაჭიროებებზე მორგებული საგრანტო დახმარების გაწევა
COVID-19-ით დაზარალებული ბიზნეს სუბიექტების გაძლიერება, დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა
• COVID-19-ით დაზარალებული სექტორების მეწარმე სუბიექტების გაძლიერება ქოუჩინგის/მენტორინგის სესიების, ასევე სპეციალიზირებული თემატური ტრენინგების მიწოდებით
• დევნილთა ბიზნეს ინიციატივათა მხარდაჭერა, ქოუჩინგ/მენტორინგით, თემატური ტრენინგებით და საგრანტო დახმარების გაწევით.
სამიზნე ჯგუფები
ბიზნეს ასოციაციები და მათი წევრები
დაზარალებული მეწარმე სუბიექტები
დევნილები
დაზარალებული მეწარმე სუბიექტები
დევნილები
ბენეფიციართა რაოდენობა
პირდაპირი - 95 (ბიზნეს ასოციაციები, მეწარმე სუბიექტები და დევნილები)
ირიბი - 500 (ბიზნეს ასოციაციის წევრები, დევნილტა ოჯახის წევრები, მეწარმე სუბიექტებში დასაქმებულები, კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები)
სამიზნე რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, ხობი, სენაკი, მარტვილი, მესტია)
პროექტის ხანგრძლივობა
დეკემბერი 2020 - სექტემბერი 2021
დონორი
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)