არჩილ ბაკურაძე
ბანკი კრისტალი, Lotus Impact Financeარჩილ ბაკურაძე არის ბანკი კრისტალის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამავე დროს ის არის Lotus Impact Finance-ის - ქართული საინვესტიციო, ტექნოლოგიური და მმართველობითი პლატფორმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და მდგრადი ფინანსების განვითარებას. არჩილი არის სოციალური ფინანსების ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის Microfinance Centre-ის საბჭოს თავმჯდომარე. არჩილი ფლობს Lancaster University Management School-ის ბიზნესის ადმინისტრაციის მაგისტრის ხარისხს და არის John Smith Trust-ის სტიპენდიისა და საერთაშორისო van Heuven Goedhart-ის ჯილდოს ლაურეატი (Stichting Vluchteling — ნიდერლანდების ლტოლვილთა ფონდი).
