მერი გვაძაბია
ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"მერი გვაძაბია არის ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, ასევე ორგანიზაციის ოფისის მენეჯერი. იგი ფლობს უმაღლეს განათლებას, დაამთავრა აფხაზეთის გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ლინგვისტიკის სპეციალიზაციით (1982–1988).
იგი აქტიურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ფორმატის ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში და ხშირად არის ჩართული პროექტების ასისტენტისა და კოორდინატორის როლში. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, იგი დაჯილდოვებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.
