9 მაისს, ევროპის დღეზე, CHCA-მ გამართა პანელური დისკუსია თემაზე - მშვიდობის მშენებლობა, ნდობის აღდგენა და საარსებო წყარეობზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მოდერატორი - მერი ბიწაძე
სპიკერები:
ნაპოლეონ (ნუკრი) მილორავა, აღმ. დირექტორი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"
დაჩი ახვლედიანი, "მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისათვის" 2024 წლის გამარჯვებული, მშვიდობის მშენებლობის პროექტების კოორდინატორი
მედეა ტურაშვილი - მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხების მკვლევარი
პანელზე სპიკერების მიერ განხილულ იქნა საკითხები, როგორიცაა:
როგორია სამშვიდობო პოლიტიკა საქართველოში - სამოქალაქო ჩართულობა და აკადემიური პრაქტიკა თუ როგორ ქმნიან მოქალაქეები და მკვლევარები მშვიდობის მშენებლობის პროცესს.
ეკონომიკური სტაბილურობა როგორც ნდობის აღდგენის საფუძველი — საარსებო წყაროებზე წვდომის გაზრდა და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, როგორც მშვიდობის მდგრადობის ინსტრუმენტი.
ახალგაზრდული პერსპექტივა - ახალგაზრდების პროფესიული განათლება და ეკონომიკური საქმიანობა მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში, ჩართულობის მნიშვნელობა და პრაქტიკები.
მადლობა სპიკერებსა და სტუმრებს ყურადღებისა და აქტიური ჩართულობისათვის
