12-17 მაისს დანიაში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ძირითად აქტივობას წარმოადგენდა დანიური ორგანიზაციის Civil Society in Development (CISU)-ის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. CISU 1995 წლიდან მხარს უჭერს თავისი ქსელის 300-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას როგორც შესაძლებლობების გაძლიერების ჭრილში, ასევე საგრანტო კომპონენტებით.
ვიზიტი მიზნად ისახავდა დანიაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციული და პროგრამული მართვის სისტემების შესწავლას, ასევე პარტნიორული თანამშრომლობის იმ მოდელების გაცნობას, რომლებიც აერთიანებს სამოქალაქო სექტორსა და სხვადასხვა ინსტიტუციებს.
ვიზიტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის (CCC Network), ხელისუფლების და სოციალური პოლიტიკის ექსპერტი.
ვიზიტის ძირითადი ასპექტები:
-დანიაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მმართველობისა და საქმიანობის მოდელების შესწავლა
-CISU-ს წარმატებული პრაქტიკის გაცნობა, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის განვითარებას
-ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მექანიზმების ანალიზი
-დაინტერესებულ მხარეებსა და CISU-ს შორის პარტნიორობის განხილვა
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა:
-შეხვედრები დანიაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სოციალური პოლიტიკისა და სერვისების მიწოდების სფეროში.
-კონსულტაციები სოციალური პოლიტიკის ექსპერტებთან — განხილული იყო სოციალური დაცვის სისტემის რეფორმები და საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობა
-ქსელური თანამშრომლობის მოდელების გაცნობა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებს.
ვიზიტი CISU-ს ოფისში, სადაც მონაწილეებმა შეისწავლეს გრანტების მართვის, პარტნიორობისა და პროექტების შეფასების დანიური გამოცდილება.
განხილული თემები და პრაქტიკული კომპონენტები:
სამოქალაქო საზოგადოების როლი სოციალური დაცვის სისტემაში;
მონაწილეობითი მმართველობის მექანიზმები და ბენეფიციართა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
ადგილობრივი თვითმმართველობებთან თანამშრომლობის პრაქტიკები;
სოციალური ინოვაციები და მდგრადი დაფინანსების სტრუქტურები.
საბოლოოდ, მონაწილეებს აქვთ ახალი ხედვა დანიაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მმართველობის სტრუქტურებზე, ფინანსურ მართვასა და თანამშრომლობის პრაქტიკაზე, რაც ხელს უწყობს მომავალში ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვას
ვიზიტი არა მხოლოდ გამოცდილების მიღების საშუალება იყო, არამედ საფუძველი მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორობისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
პროექტი "საქართველოში მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა” ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA); Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად, გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ფინანსური მხარდაჭერით.
