ღონისძიებაზე სტუმრებს წარედგინათ:
- პროექტის და მისი მიღწევების პრეზენტაცია;
- ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია - გარემოსდაცვითი მდგრადი პრაქტიკების მიმართ ფოთსა და ხობში მცხოვრები დევნილების დამოკიდებულება;
- ფოთის ენერგო კლუბის შექმნისა და მისი საქმიანობს პრეზენტაცია.
- ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფოთისა და ხობის დევნილთა დასახლებებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების მიერ, რომელიც უკვე წარმოადგენენ თანამშრომლობის ქსელს.
პროექტის შედეგებია:
- ჩატარდა ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში არსებული 60 ბმა-ს სკრინინგი;
- დაფუძნდა 8 ახალი ბმა;
- ბმა-ების 61 წარმომადგენელმა აიმაღლა ბმა-ს მართვისათვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები;
- ბმა-ების 20-მა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო ტურში და გაეცნო წარმატებული ბმა-ების საქმიანობებს.
- ჩატარდა დევნილთა განსახლების 20 ობიექტის ინფრასტრუქტურული სკრინინგი;
- ჩატარდა მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკების მიმართ დევნილთა ცოდნისა და დამოკიდებულების კვლევა.
- ქ. ფოთის დევნილთა დასახლებაში დაფუძნდა ენერგოკლუბი (გაწევრიანდა 50 ადამიანი).
- ცნობიერების ამაღლების კამპანიით ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ ინფორმირებულ იქნა 5000-მდე ადამიანი.
პროექის განხორციელდა 2024 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისის პერიოდში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“-ს მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით.
პროექტის მიზანი იყო მდგრადი ადგილობრივი განვითარებისა და მდგრადობის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში ქ. ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მწვანე და სამართლიანი გადასვლების გზით, ინკლუზიური მმართველოსბის ხელშეწყობა, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები და გარემოს მდგრადობა.
