გორის, თეთრიწყაროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, სათემო ლიდერებისა და თემის აქტიური წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარი - არავინ დატოვო ტურადღების მიღმა (LNOB).
პროექტის „საქართველოში მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა“ პრეზენტაციის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას წარედგინა მისი მთავარი პრინციპი — „არავინ დატოვო ყურადღების მიღმა“ (Leave No One Behind - LNOB). მონაწილეები ასევე გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას, პრაქტიკულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საჭიროებების ეფექტურ გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას.
აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თემის საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის გაძლიერებისკენ. მიღებული ცოდნა და გაზიარებული გამოცდილება დაეხმარება მონაწილეებს გაზარდონ მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და უკეთ შეაფასონ მათი საჭიროებები ადგილობრივ დონეზე.
შეგახსენებთ, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება,საქართველოში დაუცველ ჯგუფებთან მომუშავე სსო-ების ჩართულობის გაზრდა სოციალური პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების შემუშავებასა და განხორციელებაში, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში.
პროექტი "საქართველოში მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა” ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA); Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად, გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ფინანსური მხარდაჭერით.
