კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და დაინტერესებული პირები. შეხვედრის მთავარი თემა იყო შინ მოვლის პროგრამის მხარდაჭერა ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის.
მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს თემაზე და გამოხატეს სურვილი, რომ მსგავსი პროგრამები დაინერგოს ადგილობრივ დონეზე, რათა მარტოხელა და მოწყვლად ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო დახმარება საკუთარ სახლში
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ესსეების კონკურსის „ჩვენც დავბერდებით“ გამარჯვებულების დაჯილდოება - კონკურსი, რომელიც ეხმიანება ხანდაზმულთა და შშმ პირების მხარდაჭერის თემას.
პროექტი "საქართველოში მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა” ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA); Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად, გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ფინანსური მხარდაჭერით.
