საინვესტიციო შეთავაზებით განზრახულია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების
მოზიდვა ხონის მუნიციპალიტეტში მზის ელექტროსადგურის მოწყობის მიზნით.
ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულია, რომელიც აქტიურად მუშაობს მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად,
ადგილზე
დასაქმების ღირსეული წყაროების შესაქმნელად და რეგიონსა და ქვეყანაში
საკუთარი ეკონომიკური როლის დასამკვიდრებლად. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
მიერ ჩატარდა კვლევების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში განვითარებადი
ეკონომიკური სექტორების გამოვლენას და მათი განვითარების პოტენციალის შეფასებას.
2023 წელს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა,
რომ მუნიციპალიტეტში არსებულ 4 სხვადასხვა ტერიტორიაზე შესაძლებელია
მზის ელექტროსადგურის მშენებლობა. აღნიშნული 4 ტერიტორიიდან 1 წარმოადგენს
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიიღო
გადაწყვეტილება, ხელი შეუწყოს აღნიშნული პროექტის განხორციელებას.
