მოძრაობის უფლება ყველასათვის – ინკლუზიურ...

მოძრაობის უფლება ყველასათვის – ინკლუზიური ტრანსპორტი ხონში

2023-2025 წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხონში განხორციელდა პროექტი იმერეთის რეგიონის ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება, რომლის ფარგლებშიც ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო გრანტი, რამაც შესაძლებელი გახადა სპეციალიზირებული, ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენა და გამოყენება მობილობით შეზღუდული პირების, დევნილებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მომსახურებისთვის.

პროექტი ემსახურება მობილობის ხელმისაწვდომობის გაზრდას და ინკლუზიური გარემოს შექმნას. ახალი ადაპტირებული მარშრუტი ელექტრო ამწე მოწყობილობით უზრუნველყოფს ეტლით მოსარგებლე პირების უსაფრთხო და ღირსეულ გადაადგილებას. მომსახურება შშმ პირებისთვის უფასოა წინასწარი შეთანხმებული გრაფიკით.

პროექტი წარმოადგენს სერვისზე დაფუძნებულ მოდელს: მომხმარებელს შეუძლია ტრანსპორტი დაჯავშნოს წინასწარ ტელეფონით ან ციფრული არხებით. სერვისი მუშაობს როგორც გეგმური გადაადგილების, ისე ინდივიდუალური მოთხოვნის პრინციპით. მიღებული შემოსავალი კერძო შეკვეთებიდან ირიცხება ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ანგარიშზე და მიმართულია სოციალურ საჭიროებებზე, მაგალითად განათლება, სამედიცინო მხარდაჭერა და სოციალური ინიციატივები.

სამიზნე ჯგუფებია შშმ პირები, დევნილები, ხანდაზმულები, სასწავლო დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გეოგრაფიულად, ინიციატივა ფარავს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაფართოება მიმდებარე სოფლებზეც, სადაც გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა.

პროექტი ხელს უწყობს მარგინალიზებული ჯგუფების სოციალურ ინტეგრაციას, უზრუნველყოფს აქტიურ ჩართულობას განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს სამოქალაქო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობისთვის. ინკლუზიური ტრანსპორტის მიწოდება აძლიერებს თანასწორობას, სოლიდარობას და რეგიონული განვითარების ინკლუზიურ ხედვას ხონში.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA