იტალიელი სტუმრების ვიზიტი

იტალიელი სტუმრების ვიზიტი

ბაისუბნის მცირე საოჯახო სახლში  განხორციელდა იტალიელი სტუმრების გულისხმიერი  ვიზიტი.

ვიზიტორები დაინტერესდნენ ბავშვების ყოველდღიური ცხოვრებით, მათი საჭიროებებით, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებით.

ისინი გულწრფელად ესაუბრნენ ბავშვების შესახებ პერსონალს, რაც ყველა ჩვენგანისთვის იყო ძალიან ღირებული და ემოციური მომენტი.

განსაკუთრებული სიხარული მოჰყვა იმ სიურპრიზს, რომელიც სტუმრებმა ბავშვებისთვის მოიტანეს-პატარა, მაგრამ გულით შერჩეული საჩუქრები. ბავშვების თვალებში აკიაფებული სიხარული, აღტაცება და მადლიერება ამ ვიზიტს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდიდა.

ჩვენი ორგანიზაციისთვის მსგავს ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი აძლიერებს სოციალურ კავშირებს, აჩენს ახალ პერსპექტივებს და აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა და თანაგრძნობა.

გულწრფელად ვუხდით მადლობას ჩვენს იტალიელ სტუმრებს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი მეგობრობის და მომავალი  თანამშრომლობის.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA