საშემოდგომო ფესტივალი რუხის დღის ცენტრში

საშემოდგომო ფესტივალი რუხის დღის ცენტრში

14 ოქტომბერს რუხის 6-18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ჩატარდა საშემოდგომო ფესტივალი, რომელიც ბავშვების შემოქმედებითობისა და შემოდგომის ფერების ნამდვილი ზეიმი იყო.
 
ბავშვები სცენაზე გამოვიდნენ სიმღერებით, ლექსებით, ცეკვებით და პატარა წარმოდგენებით, რომლებიც ბუნებისა და შემოდგომის სილამაზეს აჩვენებდა.
 
მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ! თითოეულმა ოჯახმა განსხვავებული თემის მიხედვით “ჩემი მორდუს” ეზოში საგამოფენო კუთხე მოაწყო: სიმინდის ყანა, საშემოდგომო ტანსაცმელი, შემოდგომის ხილი და მურაბები, შემოდგომის ფოთოლცვენა, გოგრა, ჩირეულობა, ყურძენი და ყურძნის წვენი.
 
მშობლებთა ერთად ბავშვებმა მზადეს გემრიელი სადეგუსტაციო დელიკატესები, წარმოადგინეს მაკეტები და პრეზენტაციები, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდიდა.
 
ღონისძიება იყო მხიარული, ნათელი და ემოციური. სტუმრებმა აღფრთოვანებით შეაფასეს ბავშვების ნამუშევრები, სიმღერები, ცეკვები და მშობლებთან ერთად შექმნილი შემოდგომის ინტერპრეტაციები.
 
ეს ნამდვილად იყო დღე, რომელმაც ყველა გაახალისა და შემოდგომის სილამაზით აავსო!

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA