ჩვენის ხანდაზმულების ყოველდღიურობაზე გვინდა მოგიყვეთ - სითბო, მეგობრობა და აქტიური ცხოვრება მათი დღის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენი სათემო ცენტრი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის - ეს არის ადგილი, სადაც ხანდაზმულები ატარებენ აქტიურ და საინტერესო ცხოვრებას. აქ თითოეული დღე სავსეა ურთიერთობით, თამაშებით და შემოქმედებითობით.
ბენეფიციარები ხშირად ატარებენ დროს კომფორტულ გარემოში წიგნების კითხვით. ეს მათთვის საუკეთესო საშუალებაა დასვენებისა და გონების აქტიურობისათვის.
ჩვენი მოხუცები განსაკუთრებით აფასებენ ურთიერთობას. ყვავილების ჩუქება, კეთილი სიტყვები და ერთმანეთის მხარდაჭერა, ეს არის მათი ყოველდღიური, რომელიც ქმნის ოჯახურ გარემოს.
თავშესაფრის ეზო იდეალური ადგილია დასვენებისა და თამაშებისთვის. ხანდაზმულები სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნებაში , საუბრობენ, თამაშობენ და უბრალოდ სეირნობენ.
ჩვენი მიზანია, თითოეულ ბენეფიციარს ჰქონდეს ღირსეული , აქტიური და ბედნიერი ცხოვრება. აქ სითბო და სიყვარული არავის აკლია - რადგან, ასაკიმ მხოლოდ ციფრია, ხოლო სიცოცხლის სიყვარული მარადიული.
