ნეკრესის მონასტერში მოეწყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსკურსია, კურდღელაურისა და ბაისუბნის მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბავშვებისათვის.
ექსკურსიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსთან უშუალო ურთიერთობა და ჯგუფის წევრებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა.
მონასტრის კომპლექსის ტერიტორიაზე მონაწილეებმა დაათვალიერეს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობები, მიიღეს ინფორმაცია მათი ისტორიისა და კულტურული მნიშვნელობის შესახებ.
