კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გერმანელი სტუმრები გვყავდა, ქალაქ ბიბერახიდან.
ვიზიტის მიზანი იყო სახლებში არსებულ გარემოს გაცნობა, ბენეფიციარების მხარდაჭერა და დაწესებულების საჭიროებების შეფასება.
ვიზიტი განხორციელდა თანამშრომლობისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანია ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით საერთო გამოცდილების განხილვისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის.
დელეგაციის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს საცხოვრებელი სივრცეები, შეხვდნენ ბავშვებსა და პერსონალს, გაეცნენ მათი ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებებს და გამოვლენილ საჭიროებებს.
სტუმრებმა სახლს ყოველდღიური მოხმარების ნივთები გადასცეს, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით მათ.
