პროექტის „ჩემი სახლის მმართველი“ დასკვნი...

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი“ დასკვნითი ღონისძიება

ბათუმში პროექტის „ჩემი სახლის მმართველი“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ძირითადი აქცენტები:
პროექტის შედეგებზე და წარმატებული თამანშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:
მერი ბიწაძე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)
დაჩი ახვლედიანი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“(CHCA)
ნათია ნამიჭეიშვილი, ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (EDEC) 
იოჰან სტრაზე (ინიციატივები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V.) 

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო კარიერული ორიენტაციის ინსტრუმენტების გაზიარებას - მასტერკლასს.

ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსია: კარიერული ორიენტაცია, პროფესიული განათლება და შრომის ბაზარის მოთხოვნები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს შრომის ბაზრის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად კარიერული ორიენტაციის მნიშვნელობაზე და პროფესიული განათლების როლზე.

პროექტის შედეგად:
- გადამზადა და ახალი პროფესია შეიძინა 200-მდე დევნილმა ახალგაზრდამ სამშენებლო მიმართულებით (ელექტროობა, სანტექნიკა , რკალური შედუღება, იატაკის მოპირკეთება და შებათქაშება) 
- 100-მდე ახალგაზრდა აღიჭურვა პროფესიის შესაბამისი ტექნიკით. 
- 150-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებით დასაქმდა საკუთარი პროფესიით.
- შეიქმნა სოციალური საწარმო, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული მუნიციპალური შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკით. 

გაიზარდა მოთხოვნა პროფესიულ სასწავლებლებზე. შესაბამისად, პროექტის დასრულების შემდგომაც CHCA-ს შუამდგომლობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულია 30 ახალგაზრდა.

პროექტმა მაღალი მაჩვენებლით უპასუხა ბაზრის  მოთხოვნის მიწოდებას, რამაც დიდი როლი ითამაშია კურსდამთავრებულთა დასაქმებაში და პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციაში.

პროექტი "ჩემი სახლის მმართველი" განხორციელდა CHCA, EDEC, IWO e.V და Hanse-Parlament მიერ, გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA