2025 წლის დასაწყისში CHCA-ს მხარდაჭერით ფოთის დევნილთა დასახლებაში შეიქმნა ენერგოკლუბი - თემზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.
კლუბის მიზანია ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და თემში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება.
კლუბში გაწევრიანდა 50 ახალგაზრდა, უმეტესობა დევნილი თემიდან. მათთვის ჩატარდა ტრენინგები ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ.
მთავარი მიღწევები:
-დასუფთავების აქცია და სპორტული ტურნირი - თემის ჩართულობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის;
-მცირე მზის პანელების დამოტაჟება - მოწყობილობების უფასო დამუხტვის შესაძლებლობისთვის;
-მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების ლამპიონები - უსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციითვის.
ენერგოკლუბი აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით, ინოვაციური იდეებითა და მაღალი პასუხისმგებლობით.
CHCA ხელს შეუწყობს კლუბის გაძლიერებას - სამართლებრივი რეგისტრაცია, ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და უნარების განვითარება იქნება მტავარი ნაბიჯები. ამის შემდეგ კლუბი შეძლებს უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას და თემში მდგრადი განვითარების პროცესების გაძლიერებას.
ფოთის ენერგოკლუბი უკვე დღეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდული ინიციატივა იქცეს თემის განვითარების მამოძრავებელ ძალად
