ჰუმანიტარული და სოციალურ საკითხებზე მომუ...

ჰუმანიტარული და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა

CHCA აგრძელებს აფხაზეთში მომუშავე სოციალურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მიზნობრივ მუშაობას.
2025 წლის სექტემბერ–ოქტომბერში განხორციელდა 10 ადგილობრივი ორგანიზაციის სიღრმისეული შეფასება, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ კონფლიქტით დაზარალებულ და მოწყვლად ჯგუფებთან. ექსპერტების ჩართულობით გაანალიზდა მათი საქმიანობა, გამოცდილება და გამოწვევები რათა დაგეგმილი მხარდაჭერა იყო რეალურ საჭიროებებზე მორგებული.

შეფასება მოიცავდა:
• ორგანიზაციების გავლენას რეგიონში
• მათ შიდა რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტების შეფასებას
• ბენეფიციარებთან კომუნიკაციის ხარისხს
• ადგილობრივი საჭიროებების ცოდნას
• ორგანიზაციულ საჭიროებებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს

მრავალმხრივი მონაცემების ანალიზის შედეგად თითოეული ორგანიზაციისთვის ჩამოყალიბდა ინდივიდუალური განვითარების მიმართულებები და სამოქმედო ხედვა. შეფასება ეფუძნებოდა არა მხოლოდ თვითშეფასებას, არამედ დოკუმენტურ მტკიცებულებებსა და სამუშაო კონტექსტს, რაც უზრუნველყოფს პროცესის სანდოობასა და პრაქტიკულ ღირებულებას.

რეგიონის სსო-ები მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებენ, თუმცა ხშირად მუშაობენ შეზღუდული ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსებით. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერა ეტაპობრივია და ორიენტირებულია ინსტიტუციური გაძლიერების რეალურ შედეგებზე, გუნდების განვითარებაზე, სისტემების გამართვასა და პარტნიორობების გაძლიერებაზე.

ამ პროცესის ფარგლებში, დეკემბერში ორგანიზაციების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ონლაინ ტრენინგები დაიგეგმა და ჩატარდა თემებზე:
• მოწყვლად ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაცია
• ადვოკატირება
• მონიტორინგი და შეფასება
ტრენინგების შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA