უკვე ტრადიციად იქცა, რომ რუხის მულტიფუნქციური ცენტრი ,,ჩემი მორდუ“ დღესასწაულის დღეებში ძალიან ბევრ სტუმარს იღებს!
ეს დღეები სავსეა სიხარულით და რაც მთავარია, ადამიანებით, რომლებსაც ჩვენი მოხუცებისთვის არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ გულწრფელი ზრუნვა და სიყვარული მოაქვთ.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მოაკითხა ჩვენს ხანდაზმულებს და მათ დღესასწაული გაუფერადა.
უდიდესი მადლობა თითოეულ სტუმარს, თითოეულ ოჯახს, სკოლას, ბავშვს, ვინც ამდენ სითბოს გვიზიარებს.
განსაკუთრებული მადლობა ნანა ჯაკობიას, სალომე ფაცაციას, მარეხი საჯაიას, მამა არჩილს და მამა მალხაზს. წლებია, ისინი ჩვენი მოხუცების გვერდით დგანან მათ მეგობრებად და გულშემატკივრებად.
მადლობა, რომ გვიმტკიცებთ - სიკეთე ნამდვილად არსებობს და მას ადამიანები ქმნიან!
