საახალწლო ზეიმი ​რუხის დღის ცენტრში

საახალწლო ზეიმი ​რუხის დღის ცენტრში

რუხის დღის ცენტრის ბავშვებმა საახალწლო ზეიმი მოაწყვეს. პატარებმა სცენაზე წარადგინეს სიმღერები, ლექსები, ცეკვები და პატარა წარმოდგენები, რომლებმაც დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურა. 
ღონისძიებაში მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული, რაც დღესასწაულს კიდევ უფრო თბილსა და ოჯახურს ხდიდა. 
ერთ-ერთი მშობელი თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი ესტუმრა ბავშვებს, საჩუქრები და ტკბილეულები დაურიგა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ასევე გვყავდა მეორე, არანაკლებ აქტიური თოვლის ბაბუა, რომელმაც ბავშვები აცეკვა და საჩუქრებით გაახარა. 
ბავშვების ბედნიერებით მოციმციმე თვალები ამ დღის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი იყო. 
ღონისძიების დასასრულს დღის ცენტრის თანამშრომლები ბავშვებსა და მშობლებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. 
საერთო ჯამში, კარგი, თბილი და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა, რომელმაც ყველას დადებითი განწყობა დაგვიტოვა

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA