ახალ წელსაც ვაგრძელებთ საჭიროების მქონე ხანდაზმულებისთვის შინმოვლის სერვისის მიწოდებას.
ჩვენთვის, ახალ წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ხანდაზმულებზე ზრუნვა, ყურადღება და თანადგომა. ჩვენი ორგანიზაციის შინმოვლის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმ ხანდაზმულებთან, რომელთათვის მუდმივი მხარდაჭერა და გვერდში დგომა აუცილებელია ღირსეული ცხოვრების შესანარჩუნებლად.
საახალწლოდ თითოეულ ბენეფიციარს ტკბილი საჩუქრები გადავეცით, როგორც ყურადღების მცირე, მაგრამ გულწრფელი გამოხატულება, რომელმაც მათ ყოველდღიურობაში დღესასწაულის შეგრძნება შეიტანა.
ჩვენთვის თითოეული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზრუნვა არ არის მხოლოდ სერვისი - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საჭიროების მქონე ადამიანების წინაშე.
