ახალი წელი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა ს...

ახალი წელი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში

ლაგოდეხში და კურდღელაურში არსებულ ბავშვთა მ.ს.ტ. სახლების აღსაზრდელებმა ახალი წელი განსაკუთრებული გამოცდილებით აღნიშნეს. ლაგოდეხის სახლის ბავშვები დაესწრნენ ნაძვის ხის ანთების ცერემონიას და საახალწლო კონცერტს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ემოციური ღონისძიება იყო.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვებს უფასო ტრანსპორტირებით უზრუნველყო, რაც სოციალური პასუხისმგებლობისა და თანასწორი შესაძლებლობების მაგალითს წარმოადგენს.

პარალელურად, კურდღელაურის ბავშვთა სახლში გაიმართა კულინარიული დღე, სადაც ბავშვებმა საკუთარი ხელით გამოაცხვეს ტრადიციული ქართული ლობიანები. ისინი პროცესში იყვნენ ჩართული ყველა ეტაპზე - ინგრედიენტების შერჩევიდან გამოცხობამდე.

ეს გამოცდილება განსაკუთრებული იმით გახდა, რომ ბავშვებმა პრაქტიკაში გამოიყენეს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც კულინარიულ წრეზე სწავლებისას მიიღეს.

ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვების სოციალურ ინტეგრაციას, თვითდამკვიდრებას და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მათთვის მნიშვნელოვანია როგორც დღესასწაულების პერიოდში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA