კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს ,,ლოპოტა რეზორტ"-მა დაუვიწყარი საახალწლო დღე აჩუქა.
ბავშვები მიწვეულნი იყვნენ საახალწლო ღონისძიებაზე, სადაც მათ სითბოთი, სიხარულითა და ნამდვილ დღესასწაულის ატმოსფეროში უმასპინძლეს.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს დახვდათ ანიმატორები, სახალისო აქტივობები და არაერთი სიურპრიზი, უამრავის საჩუქარი, რაც მათთვის განსაკუთრებულ ემოციებსა და დადებით განწყობას ქმნიდა. საახალწლო ზღაპრული გარემო, სიცილი და ბავშვური სიხარული მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის გულწრფელ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ.
მათთვის ეს დღე არა მხოლოდ გართობას, არამედ ზრუნვასა და ყურადღებას ნიშნავდა, იმ ღირებულებებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ,,ლოპოტა რეზორტი" უკვე წლებია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და არასოდეს ავიწყდება კურდღელაურის მ.ს.ტ.ს ბავშვები. მსგავსი ინიციატივები ნათლად აჩვენებს, რომ კომპანიისთვის სოციალური მხარდაჭერა მხოლოდ ერთჯერადი აქცია არ არის, არამედ მუდმივი და გულწრფელი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.
