ქ. ფოთის დევნილთა დასახლების მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების მდგომარეობა წლების განმავლობაში პრობლემად რჩება. დაბინძურებული და წყლით სავსე სარდაფები არა მხოლოდ აფერხებს შენობების ინფრასტრუქტურულ მდგრადობას, არამედ საშიშროებას უქმნის მაცხოვრებელთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
მიმდინარე კვირას, აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების აქტივობების მიმართულებით, რომლის მიზანია:
- სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა და სივრცის გაწმენდა;
- ჯანმრთელობის რისკების შემცირება და საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების ამაღლება;
- მოსახლეობისა და ახალგაზრდების პასუხისმგებლობის გაძლიერება;
- შემდგომი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის სივრცის მომზადება.
შესაბამისად, მიმდინარე კვირას უკვე ამოვტუმბეთ დაგუბებული წყალი, სარდაფები გავასუფთავეთ დაგროვილი ნარჩენებიაგან, გამოვავლინეთ პრობლემური კერების და სივრცე მოვამზადეთ შემდგომი რეაბილიტაციის ეტაპისთვის.
პროცესში აქტიურად, მოხალისეობრივად ჩაერთნენ დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრები. შედეგად კი, სარდაფები მომზადებულია ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობისათვის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის აღდგენისათვის, სადრენაჟე სისტემების მოწყობისათვის და კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შექმნისათვის.
აღსანიშნავია, რომ აქტივობამ ხელი შეუწყო და გააძლიერა მოსახლეობის ჩართულობა და საერთო პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიცირებული აქტივობების ხელშეწყობა.
პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.
