ქართული ენის გაკვეთილები კურდღელაურის მც...

ქართული ენის გაკვეთილები კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლში

კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ნაწილს აღენიშნებოდა ქართული ენის ცოდნის არასაკმარისი დონე, რაც ართულებდა აზრის ჩამოყალიბებას, ყოველდღიურ კომუნიკაციასა და საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან ჩართულობას. აღნიშნული ენობრივი ბარიერი წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესში.

გამოვლენილი საჭიროების საფუძველზე, ორგანიზაციამ ბენეფიციართათვის დანიშნა დამატებითი ქართული ენის გაკვეთილები, რომლებიც მიზნად ისახავს ენობრივი კომპეტენციების გაძლიერებას, თვითგამოხატვის უნარის განვითარებასა და გარემოსთან ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობას.

დამატებითი სასწავლო პროცესის შედეგად, ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა გადალახონ ენის ბარიერი, გააუმჯობესონ სოციალური კომუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან, აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც პირდაპირ უწყობს ხელს მათ მდგრად ინტეგრაციას საზოგადოებაში.

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA