ვალენტინობა "ჩემს მორდუში"

ვალენტინობა "ჩემს მორდუში"

ხანდაზმულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა მარტოობა და სოციალური იზოლაცია. ასაკთან ერთად მცირდება ახლობლების წრე, რის გამოც მზრუნველობა, ყურადღება და ემოციური მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. 

სწორედ ამიტომ, თითოეული სითბოს მომტანი შეხვედრა ჩვენი ბენეფიციარებისათვის ძალზე ფასეულია - მათ აძლევს დამატებით მოტივაციას და სიხარულს. 

სიყვარულის დღეს ჩვენს თავშესაფარს განსაკუთრებული სტუმრები, პროექტი ,,მესტუმრე"-ს მოხალისეები  ეწვივნენ და ჩვენა უსაყვარლეს მოხუცებს მიულოცეს დღესასწაული. 

მოხალისეებმა ხანდაზმულებს გადასცეს პატარა, მაგრამ გულწრფელი საჩუქარი. მათთვის ეს დღე სასიამოვნო იყო არა მხოლოდ საჩუქრებით, არამედ მეგობრული საუბრითა და გულწრფელი ემოციით. 

ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბენეფიციარების ემოციურ კეთილდღეობას. მოხალისეთა ჩართულობა კი არა მხოლოდ ხანდაზმულებს აძლევს ზალას, არამედ უფრო ჰუმანურ და თანაგრძნობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას აყალიბებს. მადლობა ,,მესტუმრე"-ს თითოეულ მონაწილეს - თქვენმა ვიზიტმა ჩვენი სახლი კიდევ უფრო თბილი და სიყვარულით სავსე გახადა.

ხანდაზმულთა 24-საათიანი ზრუნვის ცენტრის პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA