CHCA-სა და შვეიცარიის სოციალური სერვისების (SSI) პარტნიორობა 10 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში მხარი დავუჭირეთ დაბრუნებულ მიგრანტებს საარსებო წყაროების გენერირებასა და შემოსავლის მომტან საქმიანობაში, პროექტის „შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერა“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს რეინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ერთერთი მიმდინარე მონაწილეც 2025 წელს შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული ზურაბ ღვინიაშვილია.
საქართველოს დატოვებამდე ზურაბ ღვინიაშვილს გამოცდილება ჰქონდა სამშენებლო სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიმართულებით. კერძოდ, შენობების გარე და შიდა ლესვა და მოპირკეთება.
საქართველოში დაბრუნების შემდეგCHCA-ის მიერ მოხდა ბენეფიციარის პროფესიული უნარების შეფასება,აგრეთვე შეფასდა მისი ბიზნეს გეგმის მდგრადობა და თავსებადობა ქართულ საბაზრო მოდელთან.
მას შემდეგ რაც შეფასების ყველა კრიტერიუმში ბენეფიციარმა დაიმსახურა საუკეთესო ქულა, მოხდა მისი ბიზნეს გეგმის წარდგენა შვეიცარიელი პარტნიორებისათვის, საიდანაც მოიპოვა 4700 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის მატერიალური მხარდაჭერა.
აღნიშნული გრანტის თანხით CHCA-ს გუნდმა ზურაბს შეუსყიდა კედლის სალესი აპარატი და დამხმარე აღჭურვილობას, რომლის მეშვეობითაც, ბენეფიციარი შეძლებს სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოს ლესვითი მომსახურება, რაც გრძელვადიანი და სტაბილური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო სოციალური სერვისების შვეიცარიის ოფისის (SSI) მხარდაჭერით.
