საგაზაფხულო მზადება ჩვენს მცირე საოჯახო ...

საგაზაფხულო მზადება ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში

ეზოს  საგაზაფხულო დალაგებაში ბავშვების ჩართვა მხოლოდ სისუფთავეზე ზრუნვა არ არის - ეს მათი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის განვითარების პროცესია. საერთო სივრცეზე ზრუნვისას ბავშვები სწავლობენ წესრიგს, შრომის კულტურას და აცნობიერებენ, რომ გარემო, სადაც ცხოვრობენ, მათიც არის და მასზე ზრუნვა შეუძლიათ.

ერთობლივი მუშაობა აძლიერებს გუნდურ უნარებს: ისინი სწავლობენ დავალებების განაწილებას, შეთანხმებასა და ერთმანეთის დახმარებას. პროცესში ყალიბდება ურთიერთპატივისცემა და საერთო მიზნისთვის თანამშრომლობის ჩვევა, რაც თანაცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

საკუთარი შრომის თვალსაჩინო შედეგი - სუფთა და მოწესრიგებული ეზო ბავშვებში ზრდის თვითშეფასებას და „მე შემიძლია“ განცდას. ამ გზით გარემოზე ზრუნვის კულტურა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ბუნებრივად ყალიბდება.

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: + 995 593 174 321
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 593 174 321
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA