ფოთში წვიმის ბაღების მოწყობის სამუშაოები...

ფოთში წვიმის ბაღების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ქ. ფოთში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში (აფხაზეთისა და გაგრის ქუჩები) წლებია საცხოვრებელი კორპუსების სანიღვრე და საკანალიზაციო სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც იწვევს სარდაფებში წყლის მუდმივ დაგუბებას, ნესტისა და ობის გავრცელებას, შენობების სტრუქტურული მდგრადობის დაქვეითებას, ჯანმრთელობის რისკების ზრდას.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად 3 საცხოვრებელ კორპუსში მოხდა:
  • დაზიანებული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო;
  • მილების დეტალური შესწავლა; 
  • გაუმართავი მილების შეცვლა/შეკეთება; 
  • დამონტაჟდა პორტატული ტუმბოები.

შედეგად, უახლოეს პერიოდში მოსახლეობა მიიღებს გამშრალ და სტაბილურ სარდაფებს, უფრო ჯანსაღ, უსაფრთხო და კლიმატგამძლე საცხოვრებელ გარემოს.

ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს გარე პერიმეტრზეც, სადაც ვიწყებთ წვიმის ბაღების მოწყობას. ეს ბუნებაზე დაფუძვებული გადაწყვეტა წვიმის წყალს ადგილზე შეაკავებს და ნიადაგში გაატარებს, რითაც ეზოებზე და სანიღვრე სისტემაზე დატვირთვა შემცირდება და სარდაფებში წყლის დაგროვების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.

და მაინც, რა არის წვიმის ბაღი? 

ამ საკითხით მალე დაგიბრუნდებით!

პროექტი "მდგრადი სარდაფები მწვანე საზოგადოებისთვის - კლიმატის ადაპტაცია ფოთის დევნილთა დასახლებაშისივრცეებში " ხორციელდება CHCA მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის  მხარდაჭერით პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობის განმტკიცება“ ფარგლებში.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA