CHCA აქტიურად ატარებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ნალექის მართვის თანამედროვე, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ,,წვიმის ბაღების", პოპულარიზაციას.
წვიმის ბაღი არის სპეციალურად მოწყობილი მწვანე სივრცე, რომელიც:
- ინარჩუნებს ნალექს,
- აუმჯობესებს წყლის ნიადაგში შეღწევას,
- ამცირებს დატბორვის რისკს.
ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სადრენაჟი სისტემის მოვლასა და ბაღის ფუნქციაზე.
პროექტის განხორციელება ხელს უწყობს გარემოს გაუმჯობესებას, საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოების ზრდას, დატბორვის შემთხვევების შემცირებას და ეკოლოგიური მწვანე ზონის შექმნას.
განსაკუთრებით ღირებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა - მაცხოვრებლების მხარდაჭერა, შემოწირულობა და მათი მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ ,,წვიმის ბაღების" გაშენებასა და შემდგომ მოვლაში, რაც უზრუნველყოფს ამ ინიციატივის მდგრადობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP Georgia) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის "მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება".
