თვითმოვლა ან ხშირად გადაადგილებაც კი, რისკებთან არის დაკავშირებული და ქმნის როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ სტრესს ბენეფიციარებისა და მათი ოჯახებისთვის.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, CHCA-ს გადმოეცა აბაზანის სპეციალური სკამები , რომლებიც გადავეცით სპეციალური საჭიროებების მქონე შინმოვლის 10 ბენეფიციარს. ეს სკამები უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და კომფორტს.
შედეგად:
- შემცირდება ტრამვების რისკი;
- გაუმჯობესდება ბენეფიციართა თვითმოვლის უნარები;
- შემცირდება ოჯახის წევრთა დატვირთვა;
- ამაღლდება ცხოვრების ხარისხი;
- იზრდება შინმოვლის სერვისის ეფექტიანობა.
