პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ინდივიდუალ...

პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავება

CHCA აქტიურად აგრძელებს დასავლეთ საქართველოში მოქმედი სოციალური და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარ მუნიციპალიტეტებში მაღალი ნდობითა და მიმღებლობით სარგებლობენ.

პროექტის ფარგლებში, CHCA-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა 10-ივე პარტნიორ ორგანიზაციას ჩაუტარა ორგანიზაციული სკრინინგი. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალურად მომზადდა 2-წლიანი სამოქმედო გეგმა.

სამოქმედო გეგმა მოიცავს ორგანიზაციული გაძლიერების შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
  •  ორგანიზაციის სამართლებრივი და სტრუქტურული გაძლიერება;
  •  სტრატეგიული დაგეგმვა და ხედვის ფორმირება;
  •  ფინანსური მართვის სტრუქტურირება და შიდა რეგულაციები;
  •  ადამიანური რესურსების გაძლიერება;
  •  ტექნიკური ინფრასტრუქტურის შექმნა;
  •  რეგიონული საჭიროებების კვლევა, თემის ჩართულობა და ადვოკატირება;
  •  ბენეფიციარებთან, თვითმმართველობასთან და დონორებთან ურთიერთობის გაძლიერება.

ინდივიდუალური გეგმა განსაზღვრავს კონკრეტული ეტაპების ვადებს, თითოეული ორგანიზაციის გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული სამოქმედო გეგმა ორგანიზაციებს დაეხმარება სტრუქტურირებული, გამჭვირვალე და მდგრადი ორგანიზაციული მოდელის ჩამოყალიბებაში, პროფესიულად გაძლიერებული გუნდის შექმნასა და სტაბილური ფინანსური მენეჯმენტის დამკვიდრებაში. ეს ასევე გააძლიერებს პარტნიორულ ქსელებს, გაზრდის რეგიონულ გავლენას და დონორთა ნდობას.
 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA