კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლს დ...

კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლს დდედა სიდონია ესტუმრა

კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლში სტუმრად იმყოფებოდა დედა სიდონია და სახლის ერთგული მეგობარი მარიამ გერმანიშვილი. 

სტუმრებმა  ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს, რამაც მათში განსაკუთრებული სიხარული და დადებითი ემოციები გამოიწვია. მსგავსი სტუმრობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების ემოციური კეთილდღეობისა და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებაში. 

ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საზოგადოების წევრების ყურადღება და მზრუნველობა, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას სითბოსა და პოზიტიურ გამოცდილებას მატებს.

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA