წვიმის ბაღები ფოთში

წვიმის ბაღები ფოთში

რა არის „წვიმის ბაღი“ და რატომაა ის მნიშვნელოვანი?

„წვიმის ბაღი“ თანამედროვე, ეკოლოგიურად მეგობრული ინფრასტარქტურული გადაწყვეტაა, რომელიც წვიმის წყლის მართვისა და ტერიტორიის გაუმჯობესების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ესთეტიკურ გზად მიიჩნევა.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სპეციალურად მოწყობილი მწვანე სივრცე, რომელიც აგროვებს შენობების სახურავებიდან, ტროტუარებიდან და ეზოს ზედაპირიდან ჩამოსულ წვიმის წყალს, შემდეგ კი ბუნებრივი მეთოდებით, ნიადაგის ფილტრაციასა და მცენარეების საშუალებით, ასუფთავებს და ნელა აბრუნებს მიწაში.

როგორ მუშაობს წვიმის ბაღის სისტემა?

წვიმის ბაღი მცირე ზომის ჩაღრმავებული მონაკვეთია, რომელსაც აქვს: გაუმჯობესებული, ფოროვანი ნიადაგი; სპეციალური, გამძლე მცენარეები; დრენაჟის ფენა. ბაღის სტრუქტურა წყალს აჩერებს, ანელებს და მიწაში ატარებს ისე, რომ ზედმეტი დატბორვა აღარ ხდება.

რა პრობლემებს აგვარებს წვიმის ბაღი?
  • დატბორვის შემცირება;
  • ზედაპირული მინარევების გაფილტვრა;
  • ეკოლოგიური და ვიზუალური გარემოს გაუმჯობესება;
  • კლიმატგამძლეობის ზრდა.

რატომ არის წვიმის ბაღები მნიშვნელოვანი საცხოვრებელი გარემოსთვის?

წვიმის ბაღებს დღეს ბევრი დასახლება იყენებს სარდაფების დატბორვის შესამცირებლად, ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად, ბიომრავალფეროვნების გასაზრდელად და ეკოლოგიური ცნობიერების გასაძლიერებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP Georgia) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის "მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA