ჩვენს შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ამ კვირის მთავარი თემა იყო - უსაფრთხოება.
სასწავლო პროცესში ბავშვებმა არა მხოლოდ მოისმინეს, არამედ გააზრებულად შეისწავლეს, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შევხვდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - ტრანსპორტთან, ცეცხლთან და ელექტროობასთან დაკავშირებით. ასევე ისწავლეს, როგორ ამოიცნონ საფრთხე, როგორ მოიქცნენ ასეთ დროს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვის მიმართონ დახმარებისთვის.
თეორიული ცოდნის გასამყარებლად, ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური-ში, სადაც მათ უმასპინძლა 112-ის ზუგდიდის ოფისი-მა.
ვიზიტი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა! მათ დაათვალიერეს სამუშაო სივრცე, გაეცნენ ტექნიკურ შესაძლებლობებს და უკეთ გაიგეს, როგორ მუშაობს სისტემა, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანების უსაფრთხოებას იცავს.
განსაკუთრებული მადლობა სამსახურის გუნდს - მათმა ემპათიამ, ყურადღებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა გარემო, სადაც ბავშვებმა თავი უსაფრთხოდ, მნიშვნელოვნად და მოტივირებულად იგრძნეს.
ასეთი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სწავლის პროცესი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას ერწყმის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას და მომავალს ეხება.
