საინფორმაციო შეხვედრა კურდღელაურში

საინფორმაციო შეხვედრა კურდღელაურში

თელავის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის წარმომადგენლები კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს დაწესებულების მენეჯერთან და თანამშრომლებთან.

შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ქალთა და მამაკაცთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე. ასევე იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომლებიც აღნიშნული ძალადობის ფორმების მსხვერპლთათვის არის ხელმისაწვდომი.

აღნიშნული სერვისები მოიცავს ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა და მიღებაში დახმარებას, სამართლებრივ კონსულტაციასა და წარმომადგენლობას, ასევე საჭიროების შემთხვევაში დროებითი საცხოვრებლითა და თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას.

შეხვედრის მიზანი იყო ფსოქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლება და შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ცნობიერების გაზრდა.

აღინიშნა, რომ აღნიშნული სახელმწიფო სერვისები ბენეფიციარებისთვის უფასოა და ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით.

დამსწრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ზრუნვის სააგენტოს მიერ მოქმედ ცხელი ხაზების შესახებ: ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკონსულტაციო ნომერია 116 006

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA