ლოპოტა რეზორტის თანამშრომლები ჩვენი კურდ...

ლოპოტა რეზორტის თანამშრომლები ჩვენი კურდღელაურის სახლს ესტუმრნენ

კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი კვლავ სითბოთი და ყურადღებით მოინახულეს ,,Lopota Lake Resort & Spa"-ს თანამშრომლებმა.

სტუმრობა განსაკუთრებული სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ბავშვებისთვის-მათ ინდივიდუალურად მომზადებული ტკბილეულის პაკეტები გადასცეს, რაც პატარა ბენეფიციარებისთვის დიდი სიურპრიზი და ბედნიერების წყარო გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტივობა. რეზორტის გუნდი წლების განმავლობაში აქტიურად უჭერს მხარს კურდღელაურის ბავშვებს, ზრუნავს მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე და ცდილობს, მათი ცხოვრება უფრო ნათელი და მრავალფეროვანი გახადოს.

ყველაზე მეტად დასაფასებელი კი ის არის, რომ ეს დახმარება ყოველთვის გულწრფელი და უანგაროა-ისინი კეთილ საქმეს არასოდეს აფიშირებენ და ჩუმად, თუმცა დიდი სიყვარულით დგანან ბავშვების გვერდით.

ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან სწორედ მსგავსი დამოკიდებულება ქმნის სითბოს, იმედს და უკეთესი მომავლის რწმენას ბავშვებში.

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA