ბავშვებისა და ხანდაზმულების ერთობლივი აქ...

ბავშვებისა და ხანდაზმულების ერთობლივი აქტივობები

როგორ აძლიერებს ერთმანეთს ბავშვებისა და ხანდაზმულების ერთობლივი ცხოვრება და აქტივობები სათემო ცენტრში „ჩემი მორდუ“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე CHCA-ს სათემო ცენტრი „ჩემი მორდუ“ უნიკალური სივრცეა, სადაც ერთობლივად ფუნქციონირებს ხანდაზმულთა 24-საათიანი ზრუნვის ცენტრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი. ეს მოდელი სცდება მომსახურების კლასიკურ ფორმატს და ქმნის ურთიერთზრუნვისა და თაობათაშორისი სოლიდარობის პრაქტიკულ მაგალითს.

თანამედროვე სოციალურ რეალობაში როგორც ხანდაზმულები, ისე შშმ ბავშვები ხშირად დგანან სოციალური იზოლაციის რისკის წინაშე. „ჩემი მორდუ“  ამ გამოწვევას პასუხობს მისი სტრუქტურით - აქ ყოველდღიური ცხოვრება ისეა ორგანიზებული, რომ თაობები ბუნებრივად ურთიერთობენ და არ არიან ერთმანეთისგან გამიჯნული.

ბავშვებისთვის ხანდაზმულებთან კომუნიკაცია ნიშნავს ემოციური სტაბილურობის, ნდობისა და სოციალური უნარების განვითარებას. ისინი სწავლობენ მოსმენას, მოთმინებას, სხვისი შესაძლებლობების გათვალისწინებას და თანაგრძნობას - უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი სოციალური ინტეგრაციისთვის.

ხანდაზმულებისთვის ბავშვებთან ურთიერთობა უკავშირდება ცხოვრების რიტმის დაბრუნებას და საკუთარი მნიშვნელობის განცდას. ერთობლივი დრო ამცირებს მარტოობას, ზრდის პოზიტიურ ემოციებს და ხელს უწყობს კოგნიტური აქტივობის შენარჩუნებას.

ერთობლივი აქტივობები ქმნის ორმხრივ სარგებელს: ბავშვები იღებენ ყურადღებასა და მხარდაჭერას, ხოლო ხანდაზმულები, ჩართულობასა და ენერგიას.

ამ ორი სერვისის ერთ სივრცეში არსებობა აძლიერებს ყოველდღიურ ურთიერთობებს და ქმნის მყარ სოციალურ გარემოს, სადაც თანადგომა და გაზიარება ბუნებრივ პროცესად ყალიბდება.

ერთობლივი გარემო:
  • აძლიერებს ტოლერანტობას და ინკლუზიურ კულტურას;
  • ამცირებს სტიგმას შშმ პირების მიმართ;
  • ხანდაზმულებს აძლევს აქტიური მოქალაქის როლის შენარჩუნების შესაძლებლობას;
  • ბავშვებს აძლევს რეალური სოციალური გარემოს გამოცდილებას.

პროცესის მდგრადობას უზრუნველყოფს სხვადასხვა სერვისის სპეციალისტების შეთანხმებული მუშაობა, რაც აქტივობებს ხდის უსაფრთხოს, ადაპტირებულს და თითოეულ ბენეფიციარზე მორგებულს.

„ჩემი მორდუ“ არ არის მხოლოდ სერვისის მიწოდების სივრცე. ეს არის მოდელი, სადაც ურთიერთზრუნვა ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. 

ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ თაობათაშორისი ურთიერთობა არის ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი საფუძველი,  „ჩემი მორდუ“ კი ამ მიდგომის პრაქტიკული მაგალითია.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA