ივნისში ფოთში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და თემის აქტიურ წევრებს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გავაცანით.
შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმო წვიმის ბაღების რეპლიკაციის გეგმის პრეზენტაციას – პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელიც მოსახლეობას აჩვენებს, როგორ შეიძლება საკუთარ ეზოში წვიმის ბაღის მოწყობა.
წვიმის ბაღები ბუნებაზე დაფუძნებული ერთ-ერთი ეფექტიანი გადაწყვეტაა, რომელიც ხელს უწყობს წვიმის წყლის მართვას, ამცირებს დატბორვის რისკებს, აუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას და ქმნის უფრო მდგრად და ეკოლოგიურად ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს.
შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო გამოცდილების გაზიარებისთვის, იდეების განხილვისა და ადგილობრივი ჩართულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
გვჯერა, რომ მსგავსი პრაქტიკული ინსტრუმენტები და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების ფართოდ გავრცელებას და უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ეზოდან დაიწყოს მწვანე ცვლილებები.
ერთად ვქმნით უფრო მწვანე, მდგრად და კლიმატმედეგ გარემოს.
პროექტი ხორციელდება UNDP Georgia და Embassy of Denmark in Georgia მხარდაჭერით.
