მხირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების საგ...

მხირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების საგაზაფხულო ლაშქრობა

ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისთვის კიდევ ერთი დღე განსაკუთრებული და ემოციებით სავსე აღმოჩნდა. 

ამჯერად, მათ ზუზუმბოს მომაჯადოებელ ტყეში ილაშქრეს. ბუნებაში სეირნობამ, სუფთა ჰაერმა და მწვანე გარემომ ბავშვებს ამოუწურავი ენერგია მისცა, რის შემდეგაც მათ ბევრი ითამაშეს, დაათვალიერეს გარემო და ნამდვილი სალაშქრო დღე მოიწყვეს. ბავშვების ჟრიამული მთელ ტყეს გადაედო. ეს იყო დღე, რომელიც მათ მეხსიერებაში დიდხანს დარჩება და კიდევ უფრო დააახლოებს ერთმანეთს.

ეს გასვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ლაშქრობას ბავშვების განვითარებისთვის. ბუნებასთან კონტაქტი არა მხოლოდ განამტკიცებს მათ პოზიტიურ ფსიქო-სოციალურ და ფიზიკურ მდგომარეობას, არამედ საუკეთესო საშუალებაა ციფრული სამყაროდან განსატვირთად. ტყეში სიარული პატარებს უვითარებს შემეცნებით ინტერესს, აკავშირებს ეკოლოგიასთან. 

ჩვენი ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია ბენეფიციარებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ სრულფასოვნად განვითარდნენ, იპოვონ ახალი ინტერესები და, უბრალოდ, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ.

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA