ხობში ბენეფიციართა შერჩევა დასრულდა

ხობში ბენეფიციართა შერჩევა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არაერთი ოჯახი კვლავაც აწყდება ენერგეტიკული სიღარიბის გამოწვევებს.

მოძველებული და არაეფექტური ღუმელები ზრდის შეშის მოხმარებას, ოჯახების ფინანსურ დანახარჯებს და უარყოფითად აისახება როგორც საცხოვრებელ პირობებზე, ისე გარემოზე.

​განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო ვერ ახერხებენ უფრო ეფექტური და უსაფრთხო გათბობისა და საკვების მომზადების საშუალებების შეძენას.

აღნიშნულ გამოწვევაზე საპასუხოდ, პროექტის ,,მწვანე მომავალი: უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში CHCA-მ დაიწყო ენერგოეფექტური ღუმელებით მხარდაჭერის ინიციატივის განხორციელება.

ინიციატივის მიზანია ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

შესაბამისად, ორგანიზაციამ შეიმუშავა ბენეფიციართა შერჩევის გამჭვირვალე მექანიზმი, რომელიც მოიცავდა სპეციალური კითხვარების გამოყენებას, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას და საველე ვიზიტების განხორციელებას. შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ოჯახების იდენტიფიცირებას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მხარდაჭერას.

აქტივობის ფარგლებში დასრულდა ბენეფიციართა შერჩევის პროცესი და გამოვლინდა ის ოჯახები, რომლებიც პროექტის ფარგლებში მიიღებენ ენერგოეფექტურ ღუმელებს.

ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ენერგომოხმარების შემცირებას, საყოფაცხოვრებო ხარჯების დაზოგვას და უფრო უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ეს ნაბიჯი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზნობრივი მხარდაჭერა ხელს უწყობს როგორც ოჯახების კეთილდღეობის ზრდას, ისე ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების ხელსეწყობას.

პროექტი ხორციელდება CHCA მიერ UNDP-ის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA